ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
“ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს,” _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები.