“საქართველოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 25 ივლისს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად: საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 2014 წლის 1 იანვრიდან დაენიშნებათ ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.
აღნიშნული კომპოენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი ყოველთვიური სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის. (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)).
აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლების მქონე ყველა პირმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, განცხადებით, 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა მიმართოს,” _ ნათქვამია განცხადებაში.