“ამ ეტაპზე ციტრუსის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 40 000 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია. წინასწარი მონაცემებით, თვის ბოლომდე 50 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდება. ყოველდღიურად, სახმელეთო გზებით ექსპორტზე 2000 ტონამდე ციტრუსი გადის,” _ განაცხადა დავით ნატროშვილმა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, “ნოვოროსიის მიმართულებით 4 ბორანი მუშაობს და სისტემატურად გადააქვს ციტრუსი. ყოველდღიურად ჩვენს პორტში სხვადასხვა მიმართულებით იტვირთება გემები. რუსეთის მიმართულებით პალეტებად შეფუთული ციტრუსის საზღვაო ტრანსპორტით გადატანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ლარსის გავლით. აუცილებელია მოსახლეობამ რაც შეიძლება აქტიურად მიიტანონ ციტრუსი ჩამბარებელ პუნქტებში, რომ გადაზიდვა არ შეფერხდეს”.