შპს “მარულაში” და შპს “ერისიონში” ქურდები წუხელ ღამით შევიდნენ. ჯერჯერობით უცნობია რაა წაღებული მაღაზიებიდან:
_ ამ დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ მაღაზია გაქურდულია. დეტალები არ ვიცი. ახლა მივდივარ გასარკვევად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შპს “მარულას” დირექტორმა, პაატა ოსეფაიშვილმა.
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.