მისი უსახურობა (იგი არაფრით განსხვავდება წინა წლებში მდგარი ნაძვის ხიდან) გურულების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და არც კომენტარები დაუშურებიათ.
_ ჩოხატაურში ისეთი ნაძვის ხე დადგეს, ალბათ, ახალი წელი აღარ მოვა, _ აღნიშნა ჩოხატაურელმა ბუთა მამარდაშვილმა.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ნაძვის ხე დღეს მოირთვება. კულტურის ცენტრის ინფორმაციით საახალწლოდ ბევრი ღონისძიება და სიურპრიზია დაგეგმილი.
_ 27 დეკემბერს, ჩოხატაურში, ნაძვის ხესთან, თბილისიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ქეთევან სიხარულიძემ.
აღსანიშნავია, რომ საჩუქრებით დატვირთული თოვლის ბაბუას სტუმრობა ჩოხატაურელი ბავშვებისთვის სიახლეა. ამ დრომდე, ჩოხატაურელ თოვლის ბაბუას არც შესაფერისი ფორმა ჰქონდა (იხილეთ სტატია) და ცარიელი ხურჯინის გამო პატარების განაწყენებასაც ახერხებდა.
ამავე თემაზე: საახალწლო განწყობა თხას შემოეჭამა