კანონპროექტის მიხედვით, დაწესებულია სხვა შეღავათებიც, მათ შორის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლს ახალი ჯარიმა კი აღარ დაეკისრება, არამედ მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება. აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტის წევრებმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ასევე მეორე კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დააკავოს სისტემის თანამშრომელი-ადმინისტრაციული სამართალდამრვევი პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე. კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ ეს კანონპროექტი 2014 წლის 5 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.