აღნიშნული ცვლილება “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში შედის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 1400 და 900 ლარისა.
როგორც ტყემალაძემ, განმარტა, პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის ანაზღაურებებს შორის არსებული მკვეთრი შეუსაბამობა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტების წევრები მიესალმნენ წარმოდგენილ ინიციატივას და მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.