“ერთი ასეთი ცენტრი ყოფილ პრემიერს უკვე აქვს გახსნილი დედაქალაქის მეორე ბოლოში, რომელმაც ბაზრობებს და მაღაზიებს უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები,” _ აღნიშნავენ პარტიაში.
პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ობიექტის გახსნის შემთხვევაში, ლილოს ბაზრობას გაკოტრება და დახურვა ემუქრება, ხოლო იქ მომუშავე ათასობით ადამიანს – უმუშევრობა და შიმშილი.
ნათელაშვილი მიმართავს ივანიშვილს აღნიშნული ქონება ლილოს მოვაჭრეებს თანაბარ საააქციონერო საკუთრებაში გადასცეს, რისი საშულებაც მას ნამდვილად აქვს.
“აი, რისთვის უნდოდა ივანიშვილს საქართველოს ერთპიროვნული დირექტორობა. თუ მას საქართველო უყვარს თავის თავში, ეს “კარფურის” შენობა გადასცეს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს თანაბრ სააქციონერო საკუთრებაში,” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ აქციაზე.