ისინი ემიჯნებიან ერქომაიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. გია ყანჩელის განცხადებით, ის რაც ერქომაშვილთან დაკავშირებით ხდება, შურის და ნიჭის უკმარისობას უკავშირდება.
“ძალიან ვარიდებ სატელევიზიო გამოსვლებს თავს. მაგრამ, დღეს საკითხი ეხება ანზორ ერქომაიშვილს და აქედან გამომდინარე არ შემეძლო, ჩემი პოზიცია არ დამეფიქსირებინა მის მხარდასაჭერად. მე ძნელად წარმომედგინა ანზორ ერქომაიშვილის სახელს აუგად თუ მოიხსენიებდნენ. ყველაფერი ეს შურთ და ნიჭის უკმარისობას უკავშირდება. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მე ძალიან ბევრი რამის მომსწრე ვარ. საუბედუროდ ყველაფერი მეორდება. აბსოლუტურად არ მიკვირს, რომ გამოჩნდა, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ბატონი ანზორის მისამართით ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ. მე კი მინდა, ვთქვა, რომ ანზორ ერქომაიშვილი თავისი საქმის პატრიარქია. სამწუხაროა, რომ მის მიმართ ასეთი ბინძური აქცია წამოიწყეს”, _ განაცხადა პრესკონფერენციაზე გია ყანჩელმა.
რას ფიქრობენ ანზორ ერქომაიშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებზე ლექსო თორაძე და რობერტ სტურუა “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.