შშმ პირებს ბიზნესმენმა ბეგი სიორიძემ და გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს.
როგორც სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლები “გურია ნიუსთან” აღნიშნავენ, წლების განმავლობაში “თხილის საექსპორტო კომპანია” თითოეულ ბავშვს ეხმარება და საახალწლოდ საჩუქრებსუმზადებს. როგორც მათ თქვეს, ტრადიცია არც წელს დარღვეულა.
ბეგი სიორიძე:
_ ბატონ გიორგის მინდა ვუთხრა, 2008 წელს, ფაქტიურად ” თხილის საექსპორტო კომპანია” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გურიის სარეაბილიტაციო ცენტრი ერთ წელს დავფუძნდით. იმ დღიდან ვცდილობთ, რომ ჩვენი კომპანია, როგორმე ამ ბავშვებს გვერდით დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროდ მათ. მართალია, იაპონიის საელჩოს დონეზე ვერ ვახერხებთ ამას, მაგრამ როგორც გამოგვდის ისე ვაკეთებთ. მე ახლაც მოვუმზადე საახალწლო საჩუქრები ბავშვებს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება თქვენთვის და ბავშვებისთვის.
გიორგი ჩხაიძე:
_ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, არაჩვეულებრივი, სასწაული ბავშვები არან, ასეთი ემოციური საღამო ჩემს ცხოვრებაში არ მქონია.