აქციის შედეგად შეგროვილი თანხით ნაყიდი საჩუქრები, 29 დეკემბერს 90 -მდე პატარას გულს გაახაებს. როგორც აქციის ორგანიზატორმა, ნინო მშვიდობაძემ გვითხრა, იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც გაიგო, რომ მსგავს აქციას აკეთებდა ბასტი-ბუბუ.
“იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მსგავს აქციას აკეთებდა ბასტი-ბუბუ, რომელსაც ერქვა “ერთი შენ და ერთი მე”, თუმცა ჩვენ პირობითად ამ აქციას დავარქვით “შენ, ვისაც სასწაულების ისევ გჯერა” და აქცენტი ავიღეთ 8 წლამდე ასკის მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომელთაც ჰგონიათ, რომ თოვლის ბაბუამ დაივიწყა. სინამდვილეში არ დავიწყებია და ჩვენ მთელი რაიონის მაშტაბით 90-მდე ასეთ ბავშვს თოვლის ბაბუას საჩუქრებს გადავცემთ. ძალიან დიდი დახმარება გმიწია საკრებულოში ფრაქცია რესპუბლიკელების სპეციალისტმა ნინო ებრალიძემ, საკრებულომ, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. არ დავასახელებ ერთ ადამიანს, ეს რა თქმა უნდა, თავისი თხოვნით, რომელმაც ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო, მაგრამ ამ ადამიანს ყველა ბავშვის სახელით დიდ მადლობას ვუხდით. აქციაში ჩაერთვენ გამგეობის თანამშრომლები. ასევე, თითქმის ყველა ინდ. მეწარმე. საჩუქრებს 29 დეკემბერს ბავშვებს თოვლის ბაბუა გადასცემს”, _ გვითხრა მშვიდობაძემ.