აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტი შემცირდეს.
ბოლო 10 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ კვირას სხვადასხვა რეგიონში ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის აბარებენ სისხლს. აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პერმანენტულად საპატრულო, კრიმინალური, სამხარეო პოლიციის და სხვა დანაყოფების თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.