“ჩვენ სასამართლო გავათავისუფლეთ ზეწოლისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში მომდიოდა ინფორმაციები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამა თუ იმ მოსამართლეზე, სხვადასხვა მეთოდით ზეწოლას ახდენდა. მე მომდიოდა ხმები, რომ ზეწოლის მცდელობები იყო “ნაციონალური მოძრაობის” გამოკვეთილი ლიდერებისგან. არ მინდა სახელები და გვარები ვთქვა, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, კონკრეტულ საქმეებში იყო ჩარევის მცდელობა.
ჩემთან დაკავშირებით ამბობენ ხოლმე რაღაც სისულელეებს, თითქოს ნეპოტიზმით ვარ დაკავებული და ახსენებენ გენინსპექციის უფროს ზვიად ჯანყარაშვილს. ამ დროს ავიწყდებათ, რომ პალიკო კუბლაშვილი არის კოტე კუბლაშვილის ძმა. არასდროს არავის, არც სამოქალაქო სექტორს, არც ოპოზიციას არ გასჩენია არავითარი დისკომფორტი, როგორ შეიძლება სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, როცა სასამართლოს თავმჯდომარეა მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა. ეს ავიწყდებათ და ამ დროს ახსენდებათ ჩემი ცოლის ნათესავი”, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.