“უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა საქართველოს მთავრობაში და მართლაც საამაყოა ის რეფორმები, რომელიც ამ სამინისტრომ წამოიწყო – ეს შეეხება როგორც საყოველთაო ჯანდაცვას, ისე სოციალური ვალდებულებების ზრდას. ესაა პენსიების ზრდა, რომელიც განხორციელდა 2013 წლის განმავლობაში, ასე რომ, ვფიქრობ სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო პროექტები განახორციელა”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო როგორც 2013, ისე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ერთ–ერთი პრიორიტეტულია.
“ამ სფეროში დაიხარჯება ბიუჯეტის, დაალოებით, 1/3. საკმაოდ სოლიდური თანხებია, რომლებიც მოხმარდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და მათ სოციალურ უზრუნველყოფას. დაახლოებით ორი მილიარდ 700 მილიონ ლარამდეა, რომელიც 2014 წლის განმავლობაში მოხმარდება პენსიებს, საყოველთაო ჯანდაცვას და ასევე, ჯანდაცვის გარკვეული პროექტების დაფინასნებას”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მიმართულებით, 2013 წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. გამორჩეული პროექტებიდან აღსანიშნავია: საყოველთაო ჯანდაცვის მოდელზე გადასვლა, სოციალური დახმარებების რაოდენობრივი ზრდა და მეთოდოლოგიური ცვლილებები აღნიშნული სტატუსის მინიჭებისას და ახალი შრომის კოდექსის მიღება”, _ აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიაშის წარდგენას სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.