ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამბობ, რომ გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.
“არის ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა, დიდი ალბათობით, თვითონ დაგეგმა კრიმინალური აქტი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანი ვერ იქნება ეფექტური პროკურორი. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, კომიკურია. თუ მან რაიმე ბავშვობაში ჩაიდინა, ის უნდა ეპატიოს, თქვა პრემიერმა. 25 წლის ადამიანი ბავშვად არ უნდა ჩაითვალოს”, _ აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 წლისაა და შესაბამისად, ეს არ არის ბავშვობის ასაკი.