გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, სამაშველო სამსახური დროულად გავიდა ადგილზე, ასევე მოხუცის ძებნაში აქტიურად ჩაერთო პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა. შალვა ბოლქვაძე: _ 31 დეკემბრის დილის 11 საათზე დაიკარგა სოფელ შემოქმედში მცხოვრები 88 წლის შ.ბ.-ძე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შ.ბ-ძე საქონლის საძებრად წავიდა გომში და შემდეგ ვერ მოახერხა უკან დაბრუნება, რადგან ის ხეობაში გადავარდა და ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მისი პოვნა დაახლოებით 23:00 საათზე მოხერხდა და დროულად იქნა გადაყვანილი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში. ის ახლა თავს კარგად გრძნობს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved