“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უწყების თითოეული თანამშრომლის და ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაციას. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2014 წლის 2 იანვარს ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრემიის სახით წინასაახალწლოდ 25 ათასი ლარი მიიღო. ვინაიდან აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არც ერთი თეთრი არ მიუღია. აქვე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ მივიღოთ მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ბინძურ კამპანიაში და ყოველ შემდგომ ცილისმწამებლურ განცხადებაზე პასუხი გავცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, არის და იქნება ღია ყველა, თუნდაც უაღრესად კრიტიკული, რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც ღირებულია სიტყვის თავისუფლება, ობიექტურობა და ადამიანის უფლებები”, _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved