“გაცნობებთ, რომ დილიდან ამ დრომდე გახლდით მოსკოვის გამზირზე მდებარე მიუსაფართა კარვებში. ვცდილობდი გამერკვია მდგომარეობა და გადამემოწმებინა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია.
ტერიტორია დღეს გაცილებით უფრო დასუფთავებული დაგვხვდა, თუმცა შესვლისთანავე დაფიქსირდა არაერთი სითვრალის ფაქტი.
ადგილზე დაგვხვდა საპატრულო ეკიპაჟი, სასწრააფო სამედიცინო დამსახურების ბრიგადა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი და რაღა თქმა უნდა ,,კათარზისის” წარმომადგენლები.
შესვლისთანავე იგრნობოდა დაძაბულობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და პირველი რაც გვაჩვენეს ეს იყო საგულდაგულოდ დასუფთავებული საპირფარეშო 4 ადამიანზე და მანამდე კარებ ჩარაზული აბანო 4 ადამიანზე (200 სულიანი კარავი).
როგორც გავარკვიე (მიუსაფართა ფარული გამოკითხვით) აბანო არ ფუნქციონირებდა აქამდე და დღეს გააღეს სპეციალურად, სადაც არსებული სისუფთავით თავს იწონებდა “კათარზისისა” და სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლები.
ყველაზე მეტად რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, ეს იყო კარავში მწოლიარე 38 წლის მამაკაცი (ზვიად კვირტია), რომელიც აცხადებდა რომ ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და მოითხოვდა მედიკამენტებით დახმარებას. როგორც მედ- პუნქტში განმიმარტეს: “ეს ადამიანი იტყუება და არ არის დაავადებული ამ სენით, უბრალოდ ინტრიგანია და არ ემორჩილება ადმინისტრაციას”.
გადავწყვიტე გადამემოწმებინა მოქალაქის “ინტრიგნობის” საკითხი და მივმართე 500 მეტრის დაშორებით მდებარე კლინიკას, სადაც ამ ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო (პირველადი) მომსახურება. აღმოჩნდა რომ 4 იანვარს მოქალაქე ნამდვილად იქნა გადაყვანილი ამ კლინიკაში, სადაც დადგინდა რომ მას აქვს მწვავე პნევმონია. გავესაუბრეთ იმ ექიმს, რომელმაც მიიღო ეს პაციენტი და გადაუღო რენტგენი და აღმოჩნდა, რომ ექიმის ვარაუდით საქმე გვაქვს ტიპიური ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტთან, თუმცა ეს დადგენილი არ არის და ამას სჭირდება სპეციალური გამოვკლვევა. მოკლედ გავარკვიეთ რომ მოქალაქე ინტრიგანი არა, მაგრამ წინასწარი შეცნობით ტუბერკულიოზის მატარებელია, რის გამოც თავს გრძნობს სუსტად და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი 4 დღეა ხელთ აქვს და არც არავინ არ არის რომ შეუძინოს ეს მედიკამენტები, მაგრამ ყველაზე მეტად გამაღიზიანა იმ მდგომარეობამ, რომ ეს პაციენტი წევს 12 კაციან კარავში და 11 მოქალაქე საფრთხეშია და ამაზე არც სამინისტროს და არც 03-ს, არც ,,კათარზისს” პასუხი არ აქვს, გაღიზიანდნენ რომ გაიგეს კლინიკისაგან მქონდა მიღებული ინფორმაცია, იმედია იმ ექიმს საყვედურს არ გამოუცხადებენ გაწეული დახმარების და ჩვენთან თანამშრომლობის გამო.
კარავში კრიმინალური სიტუაცია უკონტროლოა, 2 დღის წინ კარავში 4-მა მამაკაცმა თავი გაუტეხა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც 10 ნაკერით ცხოვრებას აგრძელებს ძველ სამყოფელში, ამაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
კარავში ადგილზე აღარ დაგვხვდა 7 არასრულწლოვანი, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განმიმარტა ის დააკმაყოფილეს ბინით (ქირით) და ამის გამო დაატოვებინეს კარავი, თუმცა გადავამწომეთ ეს ინფორმაციაც და აღმოჩნდა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი ცრუ ინფორმაციებს გვაწვდიდა.
პირველი ვიყავი ვინც ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა მიუსაფართა მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის, თუმცა 3 კვირის წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ მოსალოდნელი იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე.
მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ დროულად იქნას მიღებული სათანადო ზომები და თუ მათ ეს პროექტი მხოლოდ ბიუჯეტის გასაფლანგად და pr -თვის არ განუხორციელებიათ. კეთილი ინებონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ კარვებში მყოფ ადამიანებს”.