აღნიშნულ მოთხვნებზე პასუხი აქვს საკრებულოს და კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილს. ის მიიჩნევს, რომ ორივე თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ აირჩია და მამუკა მღვდელაძის გადასაწყვეტი არ არის – წავა თუ არა ამ თანამდებობებიდან.
“მამუკა მღვდელაძეს ურჩევნია თავის ფრაქციას მიხედოს და ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე იფიქროს. არჩევნების პერიოდში მღვდელაძე არავის გახსენებია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზეც არავინ შეხმიანებია. მე თანამდებობას დავტოვებ თუ არა, ეს მამუკა მღვდელაძისა და მანანა მანაგაძის გადასაწყვეტი არ არის. მადლობა უფალს, რომ ეს ასე არ არის,“ _ განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე თავდაპირველად საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, მან აღნიშნული პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.