სამართალდამცველებმა გიორგი გ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ა-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, ხოლო გიორგი ტ-ს პირადი ჩხრეკისას „გეკო“-ს ტიპის იარაღის 34 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (სსსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.