“ის, რომ თითქოს თბილისის მერიას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს 60 მილიონი ლარი, არასწორია. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერიას შეუძლია განკარგოს მხოლოდ ბიუჯეტის 1/12 ნაწილი. ბიუჯეტი შედგება 9 ძირითადი მიმართულებისგან და თითოეულ მიმართულებაში გათვალისწინებულია გარკვეული რაოდენობის თანხა. ე.ი. მხოლოდ ამ 9 პრიორიტეტების 1/12 ნაწილის თანხაზეა საუბარი. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად თუ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვერ იქნება ათვისებული თანხა, ამ აუთვისებელ თანხას ვერ გამოიყენებ სხვა მიმართულებით, ერთი თვის დაუხარჯავი თანხა არ ემატება სხვა თვის აუთვისებელ თანხას”.
ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თუ თვის ბოლომდე არ იქნა საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, ეს პრობლემებს შეუქმნის თბილისელებს და მოუწოდებს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს მოეშვან ზოგად და დაუსაბუთებელ ბრალდებებს და მიიღონ გადაწყვეტილება თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში.
“2014 წლის თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ისევ და ისევ თბილისელებს უქმნის პრობლემებს. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შეფერხდება და ზოგიერთი პროექტის განხორციელება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ამიტომ თბილისის ბიუჯეტი თვის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებაშია, გაუგებარია როგორ მოხდება ბიუჯეტის დამტკიცება“”.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა – “გასულ წელს, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, მერიას დაუხარჯავი 100 მილიონი ლარი დარჩა. მიმდინარე წლის იანვარში გათვალისწინებული 60 მილიონი ლარი ყველა სტრუქტურისა და პროგრამის ლატაციებისთვის მზადაა, თუმცა საქმე აქაც დემაგოგიასთან გვაქვს. მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, საკრებულოში 2014 წლის იანვრის ხარჯვითი ნაწილის ჩაშლილი ვარიანტი არ შემოსულა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უყურებს მერია თბილისელთა პრობლემებს”.
სამუშიამ მერიის წევრების განცხადებას სხვადასხვა პროექტების კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომას თბილისელთა მიმართ საბოტაჟი უწოდა.