წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (13.1%-ით), ხოლო ზრდა – მეორადი (10.6%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.073 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.903).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (0.6%-ით), ისე მეორადი (23.3%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 7 538, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 37 601 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.681 და 1.213 დონეებზე დაფიქსირდა.
2013 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 482 475 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 18.8% პირველადი ტრანზაქციაა, ხოლო ხოლო 81.2% – მეორადი. ამავე წელს სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობაში კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით (2.6%-ით): შემცირდა პირველადი (25.8%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების (5.1%-ით) რაოდენობა.