წელს რუსთავში, ასევე, გარემონტდება საბავშვო ბაღები, გადაიხურება საცხოვრებელი კორპუსები და დასასვენებელ პარკებში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები (30 კომპლექტი) დამონტაჟდება. ატრაქციონების შეძენისთვის პროექტი (ისევე, როგორც სხვა პროექტები) უკვე დაფინანსებულია.
პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.






























































