ბრიფინგის შემდეგ შემუშავებული იქნა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არეგულირებს განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (“სუროგატი დედის”) საშვილოსნოში გადატანასა და გამოზრდას.
კანონპროექტი განსახილველად გაეგზავნება საქართველოს საპატრიარქოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
საქართველოს კანონი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე:
მუხლი 1. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 143
1. ექსტრაკორპორატიული განაყოფიერება ნებადართულია მხოლოდ უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
2. აკრძალულია განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (“სუროგატული დედის”) საშვილოსნოში გადატანა და გამოზრდა.
3. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით დონორს არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
“ქართული დასის” ლიდერი აცხადებს, რომ სუროგაცია და მერე ამ ბავშვებით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს.
“დიახ სუროგაცია და მერე ამ ბავშვებით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს! თუ შეამჩნიეთ საპატრიარქოსთან რომ გამოვარდნენ სულ ჰომოსექსუალები იყვნენ … იცით რატომ ? იმიტომ რომ სუროგაცია მაგათი ბიზნესია და ამ ბავშვებს ერთსქესიანი წყვილებისთვის აჩენინებენ საწყალ, გაღატაკებულ ქართველ ქალებს … ამას ქალი კარგი ცხოვრების გამო რომ არ გააკეთებს ხომ ყველამ იცით. არა მარტო სუროგაციით გაჩენილი ბავშვის, არამედ საერთოდ, ბავშვებით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს!”, _ აცხადებს ბაღათურია.