“ევროპის საბჭოს დელეგაციის განცხადებებს რაც შეეხება, მე არ მიმაჩნია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული ან რაიმე მძაფრი შეფასება იყო. ბუნებრივია, ევროპელებს აქვთ კითხვები. ისინი არ არიან მიჩვეულები მაგალითად, რომ მათი დედაქალაქის მერი იყოს ბრალდებული 50 მილიონის გაფლანგვაში. ბუნებრივია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან და შესაბამისად, ეს შეშფოთებაც ამით არის განპირორებებული. ამიტომ, მეტი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენი მხრიდან. მეტი ახსნა სჭირდება ამ ყველაფერს.
ეს ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ გადაწყვეტილებაში მთავრობის როლი არის ნულის ტოლფასი. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად არის ყველაზე დამოუკიდებელი. მთელი წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ვიცი, რომ იყო აქტიური ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობები. ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენი მთავრობის მხრიდან კი არავითარი ჩარევა არ დაფიქსირებულა.
საინტერესოა ერთი რამ, რომ იგივე ყოფილი მერი, როდესაც გამობრძანდა სასამართლო დარბაზიდან მან და მისმა გუნდმა თქვა, რომ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ისინი ამით ამაყობდნენ. ისინი იყვნენ კმაყოფილნი მოსამართლის გადაწყვეტილებით. როდესაც მოგვიანებით, აბსოლუტურად კანონიერად, მოსამართლემ გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილება, მიუღებელი გახდა მაშინვე მათთვის ეს. აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი მათი მხრიდან, რომ ერთ დღეს მოსწონთ მოსამართლის გადაწყვეტილება, მეორე დღეს – არა. მაგრამ, მათ მოწონებაზე ჩვენ ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მოსამართლეს გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ვემორჩილებოდით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში”, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.