“დაღმასვლა იყო, მაგრამ არსებობდა მთელი რიგი ობიექტური გარემოებები. სააკაშვილის დროს, საქართველოში ეკონომიკა არ არსებობდა, რასაც სააკაშვილი ეკონომიკას უწოდებდა, ეს იყო გაზრდილი სტიმულატორები. იმ პროექტების გადახედვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი, ჩვენ აუცილებლად მოგვიხდება.
ნარმანიას სამინისტრომ დაახლოებით 150 მილიონზე მეტი დახარჯა გასულ წელთა შედარებით და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა წელს. ეს ჩვენი პრობლემაც არის ალბათ, რომ საზოგადოებასთან და თქვენთან სათანადო კომუნიკაცია არ გვქონდა და ბევრი ასეთი ინფორმაციის თქვენამდე მოტანა ვერ მოხერხდა.” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


































































