“პრემიერმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება. მე, როგორც ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე ბრალდებულმა – როდესაც ღარიბაშვილმა, პრაქტიკულად, განაჩენი გამოაცხადა დღეს – საზოგადოებას მინდა დავუსვა შემდეგი კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია? რა განაჩენს უნდა ველოდო ქუთაისის სასამართლოში?
ეს არის ძალიან მარტივი კითხვა, რომელზედაც პასუხი ყველამ ძალიან კარგად იცის: ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება,” _ აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.