სწორედ ამიტომ ბარნოვს ხვალ ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის” ცენტრში ელოდებიან, სადაც გაიმართება შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლებთან. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევროპელები მომავლისთვის” ორგანიზატორობით იმართება.
შეხვედრის მიზანია “დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის” საქართველოს ქალაქებში დაწყებულ მოძრაობაში ზუგდიდის ჩაბმა და მოძრაობის ზუგდიდში დაფუძნება.
შეხვედრა “დემოკრატიული ჩართულობის” ცენტრში 17 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, გორისა და ხაშურის შემდეგ ასეთი ორგანიზაცია დღეს ქუთაისში დაფუძნდა. 20 იანვარს კი თელავში ჩამოყალიბდება.