შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს და მას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან.
ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაცია ერთდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები – ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ასევე სამუშაო სადილი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.