მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით უკვე გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, რომლის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს პირველი პირი ასევე შეხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს.
ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმს დაათვალიერებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდება. ვიზიტის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს ეწვევა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved