“ეს არ არის უბრალო მხარდაჭერა. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ ეს მხარდაჭერა განმტკიცდეს. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებითაც. ჩვენ მათ გამოგვიყვეს დახმარება, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია იყოს უფრო აქტიური და განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული სამოქმედო გეგმა. ნატო-სთან დაკავშირებითაც მათი მხარდაჭერა ურყევია. იმედი გვაქვს, მათი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით მეტს მივაღწევთ შემოდგომაზე, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე”, _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასაც შეეხო. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს მხარდამჭერი ნებისმიერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს მხარდაჭერა ჩვენ გასული წლების მანძილზეც ხშირად გვიგრძვნია და დღევანდელი შეხვედრაც იყო ამის გამოხატულება. ჩვენ შევეხეთ ჟენევის ფორმატსაც, რომელზეც ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ისე, როგორც ეს საქართველოს აქვს გაკეთებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა”, _ აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved