როგორც პრემიერის ბრძანებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავოსში გაემგზავრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე– პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი; საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია; შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში დღეს გაემგზავრება და 25 იანვარს დაბრუნდება.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, დავოსში ვიზიტისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფორმალურ ან არაფორმალურ შეხვედრას არ გეგმავს. “არ იგეგმება შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved


































































