როგორც ცნობილია, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კეიტლინ ჰეიდანი უკრაინის ხელისუფლებას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მდგომარეობა გუშინ დაიძაბა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოდესაში, ლვოვსა და როვნოში აქტივისტებს კიევისკენ მიმავალი ძალოვანებისთვის გზა აქვთ ბლოკირებული.
ოდესაში აქტივისტებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი და ძალოვნების ავტობუსებს, რომლების კიევისკენ მიემართებიან, არ ატარებენ.
ლვოვში კი აქტივისტებმა ნახევარმეტრიანი ბარიკადები ააგეს და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებს არ უშვებენ. როვნოში ადგილობრივებმა “ბერკუტის” ავტობუსს ბაზიდან გამოსვლის ნება არ მისცეს.
ასევე ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.