“მერების და გამგებლების არჩევის ბარიერთან დაკავშირებით პოლიტიკურ კეკლუცობასთან გვაქვს საქმე. 50%-იანი ბარიერი უკვე წერია კანონპროექტში და ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. როგორც ოთხი წლის წინ ვამბობდით, რომ მერების ასარჩევად 30%-იანი ბარიერი საკმარისი იყო, ჩვენ ახლაც ამ აზრზე ვართ, მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ რომ ეს ადამიანები ოთხი წლის წინ 50%-იანი ბარიერზე საუბრობდნენ, ორი კვირის წინ კანონპროექტში 50%-იანი ბარიერი გაეპარათ და ახლა ვაჟკაცურად ცდილობენ აგიხსნან თუ რატომ უნდა შეიცვალოს 50%-იანი ბარიერი 40%-იანი ბარიერით”, _ განაცხადა მაჭავარიანმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved