როგორც საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წევრები აცხადებენ, წარმოდგენილი დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია და მათ იმედი აქვთ რომ საკრებულო ამ ვარიანტს თვის ბოლოს დაამტკიცებს.
“იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა ამჯერად მაინც გამოვა თავისი პოლიტიკური ჩარჩოებიდან და მიიღებს დედაქალაქისთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
მერიის მხრიდან წარმოდგენილია კორექტირებული ბიუჯეტი, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგების მხრიდან აღარ იქნება უარგუმენტო შენიშვნები და ამ თვისბოლოს მოხდება მისი დამტკიცება,” _ განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერიამ წინა წლის 30 დეკემბერს წარმოადგინა, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პროექტი ჩავარდა.
დოკუნეტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.