აღნიშნული თანხით, ძირითადად, ქალაქის შიდა გზები მოწესრიგდება. დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:
· ნორიოს თემის სოფელ განათლებისკარის ცენტრიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით არსებული გზის მოწყობა ასფალტობეტონით – სიგრძით 2500მ, სიგანე 5 მ.
· ქალაქ აბაშაში ნინოშვილის ქუჩიდან სოფელ ნაესაკოვოს ცენტრთან მისასვლელი გზის მოწყობა ასფალტობეტონით – სიგრძით 2500მ.
· ქალაქ აბაშაში მშვიდობის ქუჩიდან სოფელ გეზათის მიმართულებით არსებული გზის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით – სიგრძით 600 მ.
· ქალაქ აბაშაში დ. კაჭარავას ქუჩის მეორე შესახვევის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით – სიგრძით 1200 მ, სიგანე 5 მ.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.