კომისიის სხდომაზე განიხილეს დაბა მესტიაში უშბის ქუჩის და მასში შემავალი ჩიხების რეაბილიტაციისა და სოფელ უშგულის თემში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტები. მათ განსახორციელებლად მესტიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1 505 827 ლარი მოითხოვა. გადაწყეტილების შესაბამისად, სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დაფინანსების მიღების წესის მიხედვით, პრობლემურ საკითხებსა და მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტებს ადგილობრივი თვითმმართველობები თავად განსაზღვრავენ, პროექტებს კი, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved