აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
“მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა, ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა. ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით”, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყების განმარტებით, საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას ფრენის დროს. უკვე ამ მიმართულებით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.