საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ფერად ჭავლური პრინტერისა და სპეციალური ლაქ-საღებავების გამოყენებით სისტემატიურად ახდენდა ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ გასაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებში.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებსსასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.