“ერთსულოვნებამ” პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა:
“მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს მოახდინოს საკანონმდებლო ინიცირების უზრუნველყოფა და შესაბამისი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეებს მისცენ საშუალება ალტერნატიული პირადობის მოწმობებით მიიღონ მონაწილეობა. თუ ხალხს არ მიეცემა ასეთი საშუალება, მაშინ საზოგადოების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი 3-ჯერ დაბალი იქნება, ვიდრე წინა არჩევნების დროს”, _ ნათქვამია განცხადებაში.