გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N16 ბრძანების საფუძველზე, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაინიშნა.
გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს ქ. თბილისში.
2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2014 წლის 21 იანვრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს იკავებს.
გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:
2013 წლის 22 ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.
29.05.2013-22.11.2013წწ საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ;
14.01.2013-29.05.2013წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსად;
21.03.2011-14.01.2013წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილედ;
21.10.2008-21.03.2011წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებლად;
10.07.2006-21.10.2008წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში გამომძიებლად;
გიორგი ბადაშვილს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამოძიების კუთხით.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.