მისივე თქმით, შემცირება არ ნიშნავს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ეს ალბათ უფრო ხალხთან მეტად დაახლოების საკითხს უკავშირდება.
“აბსოლუტურად ადეკვატურია ეს გადაწყვეტილება. უნდა იყოს თანაფარდობა პრეზიდენტის მინისტრების და პარლამენტის წევრების ხელფასებს შორის. ამიტომ, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი და არ არის ამაში ქამრების შემოჭერის პრინციპი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მთავრობის წევრები ბევრად უფრო ახლოს უნდა იყვნენ ხალხთან და მათი ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს”, _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მინისტრებს სახელფასო დანამატები შეუმცირდათ და 6300 ის ნაცვლად, მათ სახელფასო ანგარიშებზე თვის ბოლოს 5000 ლარი ჩაირიცხება.