“ჩვენ და, ალბათ, საზოგადოებასაც აინტერესებს, რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. მას არ იცნობს იურიდიული წრეები, მას არ იცნობს არასამთავრობო სექტორი, მას არ აქვს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება. მთავარი პროკურორი არ არის რიგითი თანამდებობა, ეს ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობაა, და თეა წულუკიანისგან გვაინტერესებს, რით იხელმძღვანელა ბადაშვილის წარდგენისას, როგორ შეარჩია და რატომ გაუწია მას რეკომენდაცია, ან ვინც დანიშნა, მან რატომ დანიშნა ეს ადამიანი. მთავრობას და პირადად თეა წულუკიანს მოვუწოდებთ გააკეთოს განმარტება იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რითაც შეირჩა მთავარი პროკურორი, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.