საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც უკრაინის მთავრობას, ასევე აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად.
გულწრფელად გვსურს, მომავალშიც, უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ როგორც საერთოევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში.