“საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი არაფერ შუაშია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან. პარლამენტმა გამოხატა თავისი პოზიცია, მე უკვე გამოვთქვი ჩემი შეშფოთება რამდენიმე დღის წინ მოვლენების ესკალაციასთან დაკავშირებით. ასევე, იმ სავარაუდო სცენართან დაკავშირებით, რაც შეიძლება ამ ქვეყნის მტრებს ჰქონდეთ. მახსოვს 90-ან წლებში რუსთაველის პროსპექტზე გაჩაღებული ძმათა მკვლელი ომი, რამაც სავალალო შედეგი მოიტანა ჩევნი ქვეყნისთვის. აქაც სცენარი მსგავსია. ამიტომაც, ჩვენ ქართველები მოვუწოდებთ უკრაინელებს, მოძებნონ ძალა თავის თავში, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგით ყველა იზარალებს.”
ქუცნაშვილი ასევე სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და იმ მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქართულ მხარეს შეუძლია უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ნეგატიურად მონაწილეობის საკითხი უკრაინის მოვლენებში კონკრეტული ფაქტებით და სამხილებით არ დასტურდება და საქართველო ვერ იქნება არაკორექტული და ვერ განაგრძობს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
“რაც არ უნდა არსებობდეს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებას ამ პროცესში ნეგატიური როლი აქვს შეტანილი, პირდაპირი სამხილი არ არსებობს. ამიტომ, ამ საკითხის მეორეზე მიბმა დილეტანტიზმია და იმის მცდელობა, რომ საქართველო, რომელსაც ამ შემთხვევაში პრინციპული და კორექტული პოზიცია ეკავოს, გადავიდეს არაკორექტულ მდგომარეობაში და გააგრძელოს, იმ საგარეო პოლიტიკის შესრულება, რომელიც იყო მყვირალა და არაფრის მთქმელი რადიკალიზმი”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.