იუსტიციის მინისტრმა იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომლებიც რეგიონული ოფისების თანამშრომლებს აწუხებთ, და მათ მოგვარებას დაჰპირდა. თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამსახურების მუშაობა კიდევ უფრო გამართული იყოს და მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს. რიგ შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მინისტრმა ზრუნვა უკვე დაიწყო.
იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყველა რეგიონში სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას პირადად გაეცნობა.