“ძალადობის ესკალაციის მთავარ მიზეზს ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ზეწოლა წარმოადგენს. რათა ოფიციალურ კიევს ხელი არ მოეწერა ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. სამწუხაროდ, მეზობელი სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, უკრაინის სუვერენიტეტის უგულვებელყოფა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვაში ხელის შეშლა რუსეთის ფედერაციის დეკლარირებული პოლიტიკაა”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ადეკვატური განცხადება უნდა გააკეთოს, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.
“რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საკუთარი მეზობლის სწრაფვას ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსკენ. ამ ყველაფრის მიზეზი რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკაა მეზობელი ქვეყნების და ამჯერად უკრაინის მიმართ”, _ განაცხადა გიორგი კანდელაკმა.