22 იანვარს გამგებელი სოფელ შუხუთში სოფლის რწმუნებულთან გიორგი იმნაიშვილთან ერთად ჯეირან ლომინაძისა და ნინო ტაკიძის ოჯახს ეწვია. ჯეირან ლომინაძის შვილი, 18 წლის ვაჟა, ბავშვობიდან მძიმედაა ავად. ამჟამად ლოგინსაა მიჯაჭვული, ვერ ახერხებს გადაადგილებას. გამგებლი დაეხმარება ოჯახს, რათა ავადმყოფს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.
ნინა ტაკიძეც, ასევე, მძიმე ავადმყოფია.
ზაზა ურუშაძე ნიგოითში რწმუნებულთან ზაზა წულაძესთან ერთად შალვა ფირცხალაიშვილისა და რომან თაბაგარის ოჯახებს ეწვია. ფირცხალაიშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანი პატარაა. ასევე, ის იმყოფებოდა ჩიბათსა და გვიმბალაურში, სადაც მან მსგავსი საჩუქრები 4 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცა.