“ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა არანაირი შედეგის მომცემი არ არის, უფრო მეტიც, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საერთოდ უპერსპექტივოა. ისინი სრულ იგნორირებას იკეთებენ იმ საკითხებს, რომლებზეც ხელისუფლებაში მოსვლამდე პროტესტს გამოთქვამდნენ და იბრძოდნენ ამ საკითხების შესაცვლელად. ახლა უკვე სხვანაირად მსჯელობენ. ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს პოლიტიკური აფერისტობაა. როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს არწმუნებ, რომ რაღაც კონკრეტული სახის საარჩევნო გარემოა საჭირო და მერე უკვე სკამებზე მომჯდარი სხვანაირად ხედავ ყველაფერს და ხელისუფლების შესანარჩუნებლად სულ სხვა გადაწყვეტილებებს იღებ, აი, ეს არის სწორედ პოლიტიკური აფერისტობა. ფაქტი ერთია “ქართული ოცნება” ერთი-ერთზე ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ როგორმე ქალაქის მერად ყოვლად ურეიტინგო ნარმანია გაათრიონ“.
ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს ოპოზიციური პარტიების შენიშვნებს და არ უნდა იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.