გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 23 იანვარს, გამთენიისას, ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრიდან 2 ცალი ანტიკვარული “სამოვარი” და სხვადასხვა სახის მოვერცხლილი და მოოქროვილი ჭურჭელი მოიპარეს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ ჩააბარეს.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).



































































